ბლოგი > Usability ვებსაიტის შექმნა მომხმარებლისთვის
Usability ვებსაიტის შექმნა მომხმარებლისთვის
Usability ვებსაიტის შექმნა მომხმარებლისთვის

Usability-ს (გამოყენებადობა) დიდი მნიშვნელობა აქვს ვებსაიტის შექმნისას. დროთა განმავლობაში, ტერმინი „მეგობრული მომხმარებელი“ ჩაენაცვლა
Usability-ს. ამით განისაზღვრება მომხმარებლისთვის ინტერფეისის გამოყენების სიმარტივე. სტატისტიკის თანახმად, ვებ დიზაინს მხოლოდ რამდენიმე წამი აქვს მომხმარებლის მოსაზიდად. iPromoters-ი გთავაზობთ მნიშვნლოვან რჩევებს „გამოყენებადობისთვის“.

1. ვებსაიტის სტრუქტურა
ვებსაიტის დატოვების მიზეზი ყოველთვის იქნება ცუდად შექმნილი სტრუქტურა. ვებგვერდის მარტივი აგებულება უნდა იყოს მომხმარებლისთვის ადვილად აღსაქმელი. დაახარისხეთ ძირითადი და მეორეხარისხოვანი ინფორმაცია. ეს დაეხმარება მომხმარებელს მისთვის საინტერესო ინფორმაციის სწრაფად მოძებნაში.

2. ვებსაიტის ფერები
ვებგვერდისთვის მნიშვნელოვანია ფერების სწორად შერჩევა. ისინი უნდა იყოს კორპორატიული. თუ ეს ფერები მძლავრია (წითელი, ლურჯი...), შეეცადეთ მათი გამოყენება დეცენტურად და გასანეიტრალებლად შექმენით დამხმარე ფერები. გაითვალისწინეთ, ვებ ბრაუზერებს თავიანთი სტანდარტული ფერები აქვთ, რომლებსაც ლინკებისთვის იყენებენ. სიფრთხილე გამოიჩინეთ სხვა ფერების არჩევისას, რადგან მომხმარებელი შეიძლება დაიბნეს. ყურადღება მიაქციეთ ფერების სხვადასხვა კომპოზიციაში გამოყენებას. მაგ: ფონისა და ტექსტის ფერები ისე შეუსაბამეთ, რომ მომხმარებელს თვალი არ აუჭრელდეს და შეძლოს ტექსტის წაკითხვა. გამოიყენეთ ფერების თეორია - აარჩიეთ ფერების სქემები და შეისწავლეთ საუკეთესო ფერთა გამა (RGB).

3. ვებსაიტის შინაარსი
შინაარსი არის ვებგვერდის გასაღები და მისი ეფექტურობის საწინდარი. ტექსტები მომხმარებლის ენაზე შექმენით და საინტერესო ინფორმაცია მოკლედ გადმოეცით. გამოყავით იმ სიტყვათა კომპინაცია, რომლებიც ტექსტის მნიშვნელოვან შინაარს წარმოაჩენს. ეს მომხმარებელს დააინტერესებს და წაკითხვის სურვილს გაუჩენს. ასევე, შეეცადეთ განმარტოთ ტერმინოლოგია და ტექსტს დაურთოთ სურათი, რომელიც მის შინაარსს ასახავს. აუცილებელია საიტის მარტივი აგებულება, რაც მომხმარებელთან უკუკავშირს შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი შინაარსის ინფორმაცია გამოსაჩენ ადგილას განათავსეთ, ხოლო ნაკლებ მნიშვნელოვანი განცხადებები, ნავიგაცია, ტექსტები თუ გრაფიკები, დააპატარავეთ და შესაფერისი ადგილი შეურჩიეთ.

4. გადმოწერის სიჩქარე
თუ მომხმარებელი საიტიდან რაიმეს დიდხანს იწერს, ის დაკარგავს ინტერესს გვერდის მიმართ, რაც არ უნდა საინტერესო თემები იყოს განთავსებული. მასალის საიტზე განთავსებამდე განახორციელეთ მათი ინტერნეტ ოპტიმიზაცია და გაითვალისწინეთ სხვადასხვა ინტერნეტ სიჩქარეები.

5. კვლევა.
გამოიყენეთ თქვენი ვებგვერდი, რომ გაიგოთ ვინ არიან თქვენი მომხმარებლები და რა ინტერესები აქვთ (მაგ.ჩაატარეთ გამოკითხვა). შეისწავლეთ მომხმარებლის ქცევა თქვენი პროდუქტების მიმართ (მაგ. Google-ს ანალიტიკა). Usability-სთვის მნიშვნელოვანია კვლევა, მრავალმხრივი ტესტირება და ამ ყველაფრის გადამუშავება.

6. რეპუტაცია
მომხმარებელს აჩვენეთ, რომ ხართ ნამდვილი კომპანია რეალური ადამიანებით. შესთავაზეთ მათ ინფორმაცია „თქვენ შესახებ“. თავიდან აიცილეთ შეცდომები, განსაკუთრებით მართლწერისა და გრამატიკული. მათ დაანახეთ, რომ თქვენს საქმეში ექსპერტები ხართ. იმიჯის გასამტკიცებლად შექმენით ტექსტუალური თუ ვიზუალური მხარე. მაგ. გამოაქვეყნეთ სარეკლამო წერილები, შესრულებული სამუშაოები ან მიმდევართა რაოდენობა. ამით შეძლებთ მიიქციოთ მომხმარებლის ყურადღება.
 
აღნიშნული რჩევების დახმარებით, მოახერხებთ მომხმარებლის მოზიდვას,მათთან ურთიერთბასა და შენარჩუნებას.