ბლოგი > ონლაინ მარკეტინგის როლი ბიზნესში
ონლაინ მარკეტინგის როლი ბიზნესში
ონლაინ მარკეტინგის როლი ბიზნესში

იცით თუ არა, რომ მომხმარებლის 80% პროდუქტებს ყიდვამდე ონლაინში ეძებს? ან ის, რომ სასურველი ინფორმაციის მისაღებად ხუთიდან ოთხი ადამიანი საძიებო სისტემას იყენებს? რა როლი უჭირავს ინტერნეტ მარკეტინგს ბიზნესის განვითარებაში? და რატომაა ინტერნეტ მარკეტინგის ინსტრუმენტები პოპულარული სხვადასხვა ქვეყნებში?

ეჭვგარეშეა, რომ ამ გლობალურ ხანაში ყველაფერი ეფუძვნება და უკავშირდება ტექნოლოგიებს. ინტერნეტ ტექნოლოგიამ კი გადამწყვეტი როლი ითამაშა მათ გაზრდასა და მართვაში.

ინტერნეტ ტექნოლოგიებმა შეძლეს მილიონობით კლიენტისა  და  მყიდველის  მოზიდვა, რაზეც გავლენა ინტერნეტ მარკეტინგმა იქონია. ეს ტექნოლოგია გახდა ძლიერი იარაღი ბიზნესისათვის. იგი უზრუნველყოფს ონლაინ მომხმარებელს ჰქონდეს შერჩევის ფართო თვალთახედვა სასურველი პროდუქტის შესაძენად.

ონლაინ მარკეტინგის როლი ბიზნესში არ არის გაზვიადებული. ბევრმა დამწყებმა და არსებულმა ბიზნესმა მისი ინსტურმენტების გამოყენებით გაზარდა თავისი საქმიანობის წარმატება. ბიზნესის ცნობადობისთვის გამოიყენება სხვადასხვა გზები, როგორიცაა სარეკლამო ბანერი, ვიდეო და იმეილ რეკლამა,სოციალური მედია და სხვა ხერხები.

ბიზნესმენების 80% აღნიშნავს, რომ სოციალური მედიის გამოყენებით ისინი უფრო გაიზარდნენ წინა წლებთან შედარებით.

2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების დროს, სპორტის გიგანტმა ფირმა „Nike”-მა გაიმარჯვა ყველაზე წარმატებულ მარკეტინგულ სტრატეგიაში. მან ლონდონის ქუჩებში ბილბორდები გამოაკრა სლოგანით „Find Greatness” (იპოვე დიდება). დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, Twitter-ზე ფირმას 9,295 მომხმარებელი შეემატა, Facebook-ზე კი 166,00.

მსოფლიო მაშტაბით კომპანიების 86% თავიანთ მომხმარებელს იზიდავს Facebook-ისა და Twitter-ის მეშვეობით. ამის მიუხედავად, მარკეტინგის მენეჯერების 30% ფიქრობს, რომ მომხმარებლის მოსაზიდად სხვა მარკეტინგულ ინსტრუმენტებთან ერთად მნიშვნელოვანია ბრენდების  მობილური აპლიკაციები. ამის ნათელ მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ყველასთვის კარგად ცნობილი გამაგრილებელი გაზიანი სასმელის ბრენდი „Coca-Cola”.

აუდიტორიის გაზრდისთვის და მომხმარებლის შენარჩუნებისთვის კომპანია იყენებს მრავალფეროვან სარეკლამო კამპანიას. დიდ ყურადღებას უთმობს ონლაინ მარკეტინგის ინსტრუმენტებს, როგორიცაა: სოციალური მედია, საბანერო რეკლამა, ვიდეო რეკლამა, ბლოგი, YouTube და სხვა. რეკლამის გარდა, “Coca-Cola”-მ შექმნა თამაშები ონლაინისთვის და მობილურისათვის. ერთ-ერთი ასეთი თამაშია „Polar Bears”.

მომხმარებლის 52% აცხადებს, რომ პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებას ადვილად იღებენ ვიდეოს ყურებისას. YouTube არის მსოფლიოში მეორე სოციალური საიტი, სადაც ყოველდღიურად ათიათასობით ვიდეო თავსდება. იგი ლოკალიზებულია 61 ქვეყანაში 61 ენაზე. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ვიდეო პორტალს ყოველთვიურად მილიარდობით ადამიანი სტუმრობს და ვიდეოების ყურებას 4 მილიარდ სააათს უთმობს. ეს განაპირობებს იმას, რომ ბრენდები მიისწრაფვიან Youtube-ზე კორპორატიული გვერდის შექმნას და საკუთარი ვიდეოების განთავსებას.

ბიზნესს  ონლაინ მარკეტინგის დაიგნორება არ შეუძლიათ. იგი ყოველდღიური მოხმარების ძლიერი საშუალება გახდა. ამიტომ წარმატებული ონლაინ მარკეტინგული სტრატეგია კომპანიისთვის სასურველი შედეგის მომტანია. ჩვენ ვცდილობთ ბიზნეს მფლობელებს დავანახოთ ინტერნეტ მარკეტინგის როლი და მნიშვნელობა დღევანდელ სამყაროში.