ბლოგი > რჩევები ვებსაიტის ოპტიმიზაციისათვის
რჩევები ვებსაიტის ოპტიმიზაციისათვის
რჩევები ვებსაიტის ოპტიმიზაციისათვის

საძიებო სისტემის ოპტმიზაცია ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი მარკეტინგული ინსტრუმენტია. იგი არის ინტერნეტ პლატფორმა, რომლითაც მომხმარებელი ეძებს ინფორმაციას მისთვის დამახასიათებელი სიტყვების დახმარებით. საძიებო სისტემის გამოყენებით მომხმარებლები ინფორმირდებიან ორგანიზაციის შესახებ.

კომპანიამ საძიებო სისტემაში ვებგვერდის ოპტიმიზაცია ისე უნდა მოახდინოს, რომ შედეგების გვერდზე პრიორიტეტულ ადგილას აღმოჩნდეს.საძიებო სისტემებს შორის ყველაზე გამოყენებადი არის Google. ამიტომაც, ძირითად ყურადღებას Google-ის საძიებო სისტემას ვუთმობთ.

“iPromoters”-ი გთავაზობთ რამდენიმე რჩევას ვებგვერდის ოპტიმიზაციისათვის Google--ში. 

1.ვებსაიტის შექმნა.
საძიებო სისტემის ოპტიმიზაციისათვის აუცილებელია კორპორატიული ვებგვერდის შექმნა. მომხმარებელს მიაწოდეთ სრულყოფილი ინფორმაცია კომპანიისა და მომსახურების შესახებ. გაითვალისწინეთ კორპორატიული მახასიათებლები.


2.კონკურენციის ანალიზი.
გამოიკვლიეთ ის საძიებო სიტყვები, რომლებსაც კონკურენტი ვებგვერდები იყენებენ.

3. ვებგვერდის კონტენტი.
ვებგვერდის შიგთავსი უნდა იყოს ინტერნეტისთვის ოპტიმიზირებული, ინფორმატიული და მომხმარებლისთვის გასაგები.

4. საკვანძო სიტყვების შერჩევა.
ვებგვერდზე განთავსებული ტექსტებისათვის განსაზღვრეთ თემატურად შესაფერისი საკვანძო სიტყვები.

5. ვებგვერდის მუდმივი სტატისტიკა და მონიტორინგი.
Google-ის ანალიტიკის მეშვეობით თვალყური ადევნეთ ვებგვერდზე მომხმარებლის ქცევას. შესაბამისად,  გააუმჯობესეთ გვერდი.

6. ლინკ მარკეტინგის განხორციელება.
ბმულების საშუალებით დაუკავშირეთ ერთმანეთს ვებგვერდის შიგთავსები. შეეცადეთ ლინკ მარკეტინგი (ბექლინკი) ვებგვერდის გარეთაც განახორციელოთ. ყურადღება მიაქციეთ არა ბმულების რაოდენობას, არამედ მის შინაარსს.

ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპების შესრულების შემდეგ გააკეთეთ შედეგების ანალიზი. განსაზღვრეთ რამ მოგიტანათ სასურველი შედეგი და რისი გაუმჯობესებაა აუცილებელი. განახორციელეთ თქვენი ვებგვერდის მუდმივი ოპტიმიზაცია.