ბლოგი > ეფექტური სოციალური მედია
ეფექტური სოციალური მედია
ეფექტური სოციალური მედია

სოციალურ მედიაში ბრენდინგსა და მომხმარებელს შორის კავშირი არის საუკეთესო საურთიერთობო სივრცე, სადაც კომპანიები ყველაფერს აკეთებენ ცნობადობის გასაზრდელად.

თქვენი სოციალური მედია უფრო აქტიური რომ გახადოთ, შეიმუშავეთ ურთიერთობის სხვადასხვა ფორმები.

iPromoters-ი გთავაზობთ რამდენიმე იდეას თქვენი სოციალური მედიის მრავალფეროვნებისთვის.



1. სეგმენტაცია
სხვადასხვა სოციალურ ქსელში ყველა პროდუქტს ჰყავს თავისი სეგმენტი. მიმართეთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას. ეს დაგეხმარებათ ბრენდის ცნობადობისა და გაყიდვების გაზრდაში.

2. ლინკები სოციალური ქსელებში
პროდუქტების გაშუქება ლინკების დართვით მომხმარებელს აძლევს საშალებას გადავიდეს თქვენს ვებგვერდზე და მიიღოს სრულყოფილი ინფორმაცია მომსახურების შესახებ. ეს ხელს უწყობს ვებგვერდზე ტრაფიკის გაზრდას.

3. პერსონალური ბლოგი
მომხმარებლისთვის კომპანიის თანამშრომლების ბლოგის გაცნობა ბიზნესს დაეხმარება ადამიანური ასპექტის შეძენაში და პიროვნების პროფესიანალის გაცნობაში.

4. შემოთავაზებები
თქვენი სერვისების მიხედვით სოციალურ ქსელში განათავსეთ შემოთავაზებები. მაგ: ფასდაკლებები, კუპონები... მომხმარებელი, რომელსაც მოეწონება თქვენი პროდუქტი, მომავალშიც გააგრძელებს სრულ ფასად შეძენას.

5. სიახლეები
გააცანით თქვენს მომხმარებლებს ახალი პროდუქტების, აქციების ან ორგანიზაციაში მიმდინარე სიახლეები შესახებ.

6. ვიდეო
საინტერესო და მოკლე ვიდეო დაგეხმარებათ თქვენი პროდუქტის ან მომსახურების დეტალურად წარმოჩენაში. ვიზუალური შიგთავსის შექმნით მარტივად შეინარჩუნებთ ბიზნესს მომხმარებლის მეხსიერებაში.

7. რეკლამა
რეკლამა განათავსეთ სოციალურ ქსელებში. ეს საშუალებას მოგცემთ პირდაპირ დაუკავშირდეთ თქვენს მიზნობრივ აუდიტორიას.

8. აქტიურობა სოციალურ ქსელებში
იაქტიურეთ სოციალურ ქსელებში და გამოაქვეყნეთ ხარისხიანი პოსტები. შექმენით მოკლე და კონკრეტული მესიჯები, რომელიც სამიზნე აუდიტორიაზე იქნება გათვლილი. ყველა პოსტს დაურთეთ ვიზუალური მხარე, რომელიც პირდაპირ თუ ირიბ კავშირშია თქვენს მესიჯთან.

9. მემე (Memes)
მემეები არის დღევანდელი ინტერნეტ იუმორის თრენდები. თქვენს სოციალურ მედიაში გამოაქვეყნეთ სასაცილო მემეები, რითაც თქვენს მომხმარებლებს გაახალისებთ და ორგანიზაციის ხასიათზე შეუქმნით წარმოდგენას.

10. ელექტრონული წიგნების გადმოწერა.
შექმენით თქვენი ელექტრონული წიგნები, სადაც მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაციას გააშუქებთ: რჩევებს, კვლევებს, სერვისებს, საინტერესო ფაქტებს და ა.შ. ეს უკანასკნელი ისე შუფუთეთ, რომ მომხმარებელს გაუჩნდეს გადმოწერის სურვილი პირადი მონაცემების შევსებით. ინფორმაცია დააშეარეთ სოციალურ ქსელში.

11. მომხმარებლის შენარჩუნება
სოციალურ ქსელში შექმენით გასართობი შეჯიბრები, სადაც გამარჯვებულები მიიღებენ სპეციალურ ფასდაკლებებს ან სხვა ჯილდოებს. მომხმარებელს შესთავაზეთ სხვადასხვა სახის გართობა: კონკურსები, შეჯიბრებები, გამოკითხვები... გაითვალისწინეთ მომხმარებლის აზრი და მათ მიერ დასმული კითხვები არ დატოვოთ უყურადღებოდ.

12. კვლევები
ჩაატარეთ კვლევები და გააკეთეთ მისი ანალიზი. ეს საშუალებას მოგცემთ გაიგოთ მომხმარებლის აზრი თქვენს ცალკეულ სერვისებსა თუ პროდუქტებზე. მომსახურებაში შეიტანეთ ცვლილებები მომხმარებლის ინტერესების გათვალისწინებით.

ეს მარტივი გზები გამოიყენეთ, რადგან ხელი შეუწყოთ მიმზიდველი სოციალური მედიის ჩამოყალიბებას, პროდუქტების გაპიარებას და ტრაფიკის გაზრდას. მრავალფეროვან სოციალურ ქსელს შეუძლია უპირატესობა მოგანიჭოთ კონკურენტუნარიან სივრცეში.