ბლოგი > Google Adwords - რეკლამა საძიებო სისტემაში
Google Adwords - რეკლამა საძიებო სისტემაში
Google Adwords - რეკლამა საძიებო სისტემაში

ინტერნეტ რეკლამის ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია Google Adwords. მას 1999 წლიდან იყენებენ. ამ სახის რეკლამით სარგებლობენ როგორ დამწყები, ისე შემდგარი კომპანიები.

Google Adwords ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა ბრენდისა და სერვისების გაპიარებისთვის, ახალი პროდუქტებისა და აქციებისთვის და ა.შ. ეს არის გზა, რომელსაც მინიმალური დანახარჯებით მოაქვს მაქსიმალური შედეგი. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, მსოფლიო ბაზარზე კომპანიების წლიური ბიუჯეტი Google AdWordis მეშვეობით მინიმუმ 30-50%-ით იზრდება.

რა არის Google Adwords?

Google Adwords არის Google-ის რეკლამა, რომელიც ეხმარება კომპანიას პოტენციურ კლიენტთან დაახლოებაში და შედეგების კონტროლში. ხშირად რეკლამები მოცემულია საძიებო სისტემის შედეგების თავში ან ბოლოში, განსხვავებული ფორმით ან შედეგების მარჯვენა მხარეს.

Google -ის რეკლამის უპირატესობები:

თანხას ვიხდით კლიკის განხორციელების შემთხვევაში;

  • გამოირჩევა ორგანული ძიების შედეგებისგან;
  • განკუთვნილია მიზნობრივ მომხმარებელზე;
  • შესაძლებელია რეკლამის ანალიზი და შედეგების განსაზღვრა;

Google-ის რეკლამის განთავსება შესაძლებელია არა მხოლოდ google-ს ვებგვერდზე, არამედ მის პარტნიორ ვებგვერდებზეც. ამისთვის Google-მა შექმნა Display Network-ის სარეკლამო ფორმა. მისი საშუალებით შესაძლებელია რეკლამის შექმნა სურათის, ვიდეოს, მულტიმედიური რეკლამის ფორმატისა და სხვა ფორმის სახით. ეს სარეკლამო ფორმა ხშირად გამოიყენება ცალკეული პროდუქტების თუ სერვისების გაყიდვების გაზრდისთვის.

ქართულ სივრცეში Google-ის რეკლამის სახეობა ბოლომდე ჯერაც არ არის ათვისებული. გამოიყენეთ Google Adwords-ები ახალი პოტენციური კლიენტების მოსაზიდად, გაყიდვების გასაზრდელად და კლიენტებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად.